"მწამებელი სისტემა" - ამ ლოზუნგით ქართული ოცნების ოფისთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პოლიციელის მიერ ახალგაზრდა კაცის ცემას აპროტესტებენ.
მათი თქმით, სისტემა ხალხზე ძალადობს და ის უნდა დაინგრეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს.
მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.